აქტუალური
საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. „საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“, - ამის შესახებ მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - განიხილება თუ არა ერთ-ერთ კანდიდატურად მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო? - პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და კანდიდატურა თარიღამდე ცოტა ხნით ადრე დასახელდება.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გეგმავს. თუმცა, თავად კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდება.