აქტუალური
„მე საკუთარ თავს პრორუს პოლიტიკოსად არ მივიჩნევ“ - ნინო ბურჯანაძემ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა (ვიდეო)

      საქართველო, 10 მოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერმა, პარტია დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ქალიშვილს, ჟურნალისტ ჟანა ნემცოვას Deutsche Welle-სთვის ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა (ვიდეო იხ. აქ).
ინტერვიუში ბურჯანაძემ, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ილაპარაკა. მან რუსეთი ფეხზე დააყენა. თქვენ შეხედეთ რუსეთს, რა იყო რუსეთი 10-15 წლის წინ და რა არის დღეს. და მე, სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ საქართველოში ისეთივე პრეზიდენტი იყოს, როგორიც ვლადიმირ პუტინია რუსეთისთვის", — განაცხადა ბურჯანაძემ.
საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის არჩევნებზე გაიმარჯვებს, რადგან ვფიქრობ, რომ მას ხალხი მართლა უჭერს მხარსპუტინი ადამიანია, რომელიც რუსეთის ინტერესებს იცავს, როგორც ეს მას და რუსეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ესმის. პუტინიეს ის ადამიანია, რომელმაც რუსეთის ფეხზე დაყენება შეძლო, რომელმაც რუსეთი სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც ანგარიშს უწევენ და მომავალშიც გაუწევენ, რადგან რუსეთს მის პრეზიდენტობამდე ანგარიშს არავინ უწევდა. რა თქმა უნდა, მას აქვს გარკვეული თვისებები, რომლებიც აუცილებელია ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - შეიძლება თუ არა პუტინის და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შედარება? - ბურჯანაძემ უპასუხა, რომ არ სურს ამის გაკეთება.
პუტინი სერიოზული პოლიტიკოსია, ის სერიოზული ლიდერია. ის არის ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა თავის ქვეყანას და ამას ნამდვილად აკეთებს მისი ქვეყნისთვის. სააკაშვილიიმპულსური ადამიანია. და ის, რომ პუტინს აკრიტიკებენ, როგორც ავტორიტარულ ხელისუფალს და ის, რომ დასავლეთში სააკაშვილს არავი არასდროს აკრიტიკებსეს ჩემთვის ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მან ასევე პასუხი გასცა კითხვას, რამდენად ცუდია "პრორუსი პოლიტიკოსის იარლიყის" ტარება. მე საკუთარ თავს პრორუს პოლიტიკოსად არ მივიჩნევ, თავს პროქართულ პოლიტიკოსად ვთვლი, რომელიც ხვდება, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გარეშე ქართული ინტერესები ვერ განხორციელდება", - დაასკვნა ნინო ბურჯანაძემ.