საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამიერიდან სავაჭრო საქონლის შემოტანა მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.
მებაჟეები მოქალაქეებს სავაჭროდ განკუთვნილ საქონელს სამგზავრო, ან სხვა ტიპის ტრანსპორტით აღარ შემოატანინებენ.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ახალი წესი ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს დაცვას, ამასთან, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი კონტრაბანდის შემთხვევებიც.როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბოლო პერიოდში კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების გამკაცრებისა და ერთჯერადი ღონისძიებების მიუხედავად, ბაზარზე მაინც ხვდება საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია.
საბაჟო პროცედურების გავლას მებაჟე უზრუნველყოფს და შესაბამისად, მებაჟე განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ამა თუ იმ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონელი ვაჭრობისთვის განკუთვნილ პროდუქციად.
თავისუფალი ექსპერტების აზრით, ეს აკრძალვა ყველაზე მეტად დააზარალებს მცირე მოვაჭრეებსა და გაჭირვებულ მყიდველებს, რომლებიც აქამდე როგორღაც ახერხებდნენ იაფი პროდუქციის ყიდვა–გაყიდვას. ამიერიდან კი... საინტერესოა, ამ ძნელბედობის ჟამს მოგებული ვინ დარჩება?