საზოგადოება
სამწუხაროა, რომ 20-მდე პარტია ხალხის ხარჯზე ფინანსდება - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება. "მრეწველებსსურთ დაფინანსების მიღება იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც არის შემოთავაზებული. სისტემა მე არაერთხელ გამიკრიტიკებია. სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. მთლიანობაში ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავენ: კონსერვატიული პარტია, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, რესპუბლიკური პარტია და ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკშიქართულ ოცნებასთანერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა