საზოგადოება
გიორგი ჭიღვარიას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება! - კახი კალაძე

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ქუთაისის მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში წარმატებას უსურვებს და ამომრჩეველს მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ კალაძემ ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანი მარტო ვერაფერს გააკეთებს. მას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება. ერთად უნდა შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქუთაისისთვის აქტუალურია. მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ“, - მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა ქუთაისელ ამომრჩეველს.
შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.