სამართალი
მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებს განცხადებას ქარდავას ინტერესების დამცველი მალხაზ ველიჯანაშვილი უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით აკეთებს.
მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ პროცესზე მეგის ქარდავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა სი დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა