სამართალი
"ქართული ოცნების" ხელისუფლების დიდი გამარჯვება - ორგანიზებული დანაშაულის მაჩვენებლით საქართველომ აშშ-ს, შვედეთს, ნიდერლანდებსა და იტალიას გაუსწრო!

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, საქართველომ პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აღნიშნულ ანგარიშში შეფასებულია 137 ქვეყანა სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით, რომელთაც გარკვეული ზეგავლენა აქვთ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებაზე.
მოცემული ანგარიშების თანახმად, 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38- ადგილზე გადაინაცვლა.
ასევე, 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 26 პოზიციით  გაუმჯობესდა დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული  ფინანსური ზარალის ინდექსი. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველომ 56- პოზიციიდან 30-ზე გადმოინაცვლა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ბიზნესსექტორის არმომადგენლებიდან არცერთს არ დაუსახელებია რომელიმე სახის დანაშაული ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად, განსხვავებით ისეთი განვითარებული ქვეყნებისგან, როგორებიცაა აშშ, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია და სხვა.
მოცემულ ანგარიშში პოლიციისადმი ნდობის ხარისხის ინდიკატორის მიხედვით საქართველო 42- პოზიციას იკავებს და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.ასევე, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ინდექსის მაჩვენებელი 4 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 2017 წელს მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა.