აქტუალური
ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ისრაელში ვიზიტს ეხმიანება

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. შაბთაი ცურის განცხადებით, კერძო პირის ისრაელში ჩასვლას ისრაელის მთავრობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება ისრაელის საელჩომ გაავრცელა. "ისრაელის სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. კერძო პირის ჩასვლას ისრაელში არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელის მთავრობასთან", - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.