უცხოეთი
მარინ ლე პენს საფრანგეთის პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის ნაციონალურმა ასამბლეამ (პარლამენტმა) "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს მარინ ლე პენს იმუნიტეტი მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას France Info ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება ნაციონალური ასამბლეის უმაღლესმა კოლეგიალურმა ინსტანციამ მიიღო.
მარინ ლე პენს იმუნიტეტი იმიტომ მოუხსნეს, რომ მან Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" სისასტიკის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. საქმის გამოძიება ჯერ კიდევ 2 წლის წინ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ ევროპარლამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის მარტინ შულცის ინიციატივით დაიწყო.
მარტის დასაწყისში სადეპუტატო იმუნიტეტი მარინ ლე პენს ევროპარლამენტმაც მოუხსნა.

imedinews.ge