პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთმა არ უნდა გადადგას რაიმე ნაბიჯები კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად - სოსლან პლიევი

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. „კატალონიაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ეკონომიკური ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური და ეგზისტენციალური, ამიტომ სამხრეთ ოსეთთან პარალელის გავლება მთლად კორექტული არ არის, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან კოჩიევმა ახალგაზრდა პოლიტიკოსების კლუბის სხდომაზე“, - იუწყება sputnik-ossetia.
„კატალონიის აღიარება სამხრეთ ოსეთს რაიმე ბონუსებს არ მოუტანს. მისი სახელმწიფოებრიობის აღიარებით ჩვენ არც მოვიგებთ, არც წავაგებთ. უმჯობესია, მთელი გულისყური ჩვენი სახელმწიფოს შიგნით არსებული პრობლემებისაკენ მივმართოთ და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ“, - თქვა მან.
პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი სოსლან პლიევი დაეთანხმა კოჩიევს: „ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ და არ უნდა ვიჩქაროთ სადავო ტერიტორიების აღიარება და მხარდაჭერა. გარდა ამისა, მომავალში ეს, შესაძლოა, დიდ პრობლემად შემოგვიბრუნდეს. ლენინგორის რაიონში, მაგალითად, ცხოვრობენ ქართველები, რომლებსაც თეორიულად შეუძლიათ, გამოიყენონ ეს უფლება და დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარონ“, - ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა.