უცხოეთი
михомайдан-ის ფონზე უკრაინის რადამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი დაუჭირა, ავაკოვი კი არ გადააყენა

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრანული მედია ავრცელებს. ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ საპროტესტო აქციებისა, რომელიც უკრაინის დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
ამასთანავე დღეს რადას პლენარურ სხდომაზე არსენ ავაკოვის გადაყენების საკითხიც იქნა კენჭისყრაზე დაყენებული, ავაკოვის პოსტიდან გაშვებას მხარი 31 დეპუტატმა დაუჭირა, 102 წინააღმდეგ წავიდა, 108 კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გადაწყვეტილების მისაღებად 226 ხმა იყო საჭირო. ავაკოვის შვილი კორუფციულ სისტემაში მონაწილეობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ოპოზიციის მტკიცებით ავაკავი, თავისი თანამდებობრივი ძალაუფლების გამოყენებით, გამოძიებაზე ზეწოლას ახდებს.
უკრაინის პარლამენტის პლენარული სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. რადასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას ქმედითი რეფორმების გატარებისკენ და კორუფციასთან რეალური ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

newposts.ge