უცხოეთი
ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა — 64 აშშ დოლარი ბარელზე

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ექსპერტების ერთმა ნაწილმა ნავთობის ფასის ზრდა საუდის არაბეთში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა, მეორე ნაწილი კი ამას სპეკულაციურ ფაქტორებს აბრალებს.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ორწლიანი მაქსიმუმი განაახლა, გაძვირდა რა ორშაბათს საუდის არაბეთის პრინცების დაკავებისა და მაღალჩინოსნების ავიაკასტროფის ფონზე იემენითან საზღვარზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ლონდონის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის მონაცემების თანახმად, Brent-ს მარკის ფასმა ორშაბათ საღამოსერთ ბარელზე  64 აშშ დოლარს მიაღწია.
ბოლოს ამ ნიშნულზე ბარელი ნავთობის ფასი 2015 წლის ივნისში იყო.
ექსპერტების ერთმა ნაწილმა ნავთობის ფასის ზრდა საუდის არაბეთში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა, მეორე ნაწილი კი ამას სპეკულაციურ ფაქტორებს აბრალებს.
კვირას საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის უმაღლესმა კომიტეტმა დაახლოებით ორმოცი გავლენიანუ პირის დაკავების განკარგულება გასცა, რომელთა შორის არიან სამეფო ოჯახის წევრებიც, მინისტრებიც, სამხედრო პირებიცა და ბიზნესმენებიც. იმავე დღეს ავიაკატასტროფაში დაიღუპა პრინცი მანსურ ბენ მუქრინი, რომლის ვერტმფრენის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ მაღალი თანამდებობების პირები.

sputnik-georgia.com