უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოთხოვნები წაუყენა

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინულ ტელეკომპანია "ნიუს-იანის" ეთერში ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პეტრო პოროშენკო მისგან იულია ტიმოშენკოს კრიტიკასა და თავდაცვის სექტორში გამეფებულ კორუფციაზე საუბრიგან თავის შეკავებას ითხოვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ შეგროვებულ კომპრომატებს გაასაჯაროვებენ და შესაძლოა, მიხეილ სააკაშვიულმა უკრაინიდან გამოძევებული ქართევლების ბედი გაიზიაროს.
„2 დღის წინ ჩემთან მოვიდა ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და პეტრო პოროშენკოსგან გზავნილი გადმომცა. ჩემს მიმართ ორი მოთხოვნა არსებობს: პირველი - მე უნდა გავაკრიტიკო იულია ტიმოშენკო. მეორე მოთხოვნა კი ის არის, რომ არ მაქვს უფლება შევეხო თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციის ფაქტებს. თუკი მე ამ მოთხოვნებს არ შევასრულებ, მიმანიშნეს, რომ იმ ქართველების ბედს გავიზიარებ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში უკანონოდ გააძევეს.
"ამ ადამიანმა ასევე მითხრა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩემს წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებდა და თუკი მოთხოვნებს არ შევასრულებ, მათ მედიას გადასცემენ. ისინი თვლიან, რომ შანტაჟით რამის გაკეთებას მაიძულებენ ან ჩემს შეხედულებებზე ვიტყვი უარს. მე მათ საჯაროდ ვპასუხობ - ჩვენ ყველა კანონიერი გზით განვაგრძობთ ბრძოლას უკრაინაში ვითარების შასაცვლელად. უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი აღარ ითმენს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

rustavi2.ge