საზოგადოება
მხოლოდ ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა ჯამურად შემოწირულობის და საბიუჯეტო რესურსების ჩათვლით 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს.
გახარჯულია 8 მილიონი ლარი. 3 მილიონი ლარი ნაშთად არის დარჩენილი, სავარაუდოდ, მეორე ტურისთვის გამოსაყენებლად. რაც შეეხება კონკრეტულად მხოლოდ შემოწირულობებს, საბიუჯეტო რესურსის გამოკლებით, 4 მილიონი ლარია შემოსული. ლიდერობსქართული ოცნება“, შემდეგ მოდისევროპული საქართველოდანაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში.