საზოგადოება
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლისა გარდაიცვალა.
"მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართველ საზოგადოებას. ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველ პოეტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში. იგი იყო ქართული კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო გამგრძელებელი, ქართული სიტყვის დიდოსტატი.
ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის", - წერია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.