აქტუალური
ანაკლიამ ინვესტორები ვერ დააინტერესა?!

anaklia_2ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალ ტურისტულ ზონაში მშენებლობის მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ განაცხადების მიღება 1 აპრილამდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ანაკლიაში სასტუმროების აშენების სურვილი 8 კომპანიამ გამოთქვა, მათ შორის 4 უცხოური კომპანიაა.