სამართალი
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. შეწყდეს სპორტსმენების მიერ ლგბტ პროპაგანდა, - ამ მოთხოვნით "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბა.
მათი თქმით, ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლა არ უნდა ხდებოდეს ლგბტ დროშების ფონზე, რადგან ეს უკვე ლგბტ თემის მხარდაჭერა და ცოდვის პროპაგანდაა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლგბტ დროშების გამოფენა მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, სპორტი ლგბტ პროპაგანდისა და პოლიტიკისგან თავისუფალი იყოს.