სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული .. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 200 აბი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბ.ს-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.