აქტუალური
საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი საქართველოს საპატიო მოქალაქეა!

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას 1 tv ავრცელებს. პრინცი საქართველოს 2015 წელს 13 ივნისის სტიქიამდე სამი დღით ადრე სტუმრობდა, შემდეგ კი საქართველოსთვის 300 ათასი დოლარი გამოყო. სწორედ მაშინ მას მიენიჭა საპატიო მოქალაქეობა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა იყო.
საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი დააკავეს. საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდალ აზიზ ალ საუდმა განაცხადა, რომ სამეფოში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია მიმდინარეობს.