აქტუალური
ფაროსანას გასანადგურებლად, შესაძლოა, მისი ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაძლოა, ქვეყანაში მწერის ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ. ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერები ამ საკითხებზე იმუშავებენ.
სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული და მას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს.
2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 10 მილიონი ლარით მეტს მიიღებს.