აქტუალური
საქართველოში 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საერთო ჯამში 751 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. წლის პირველ ნახევარში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კვლავ აზერბაიჯანია. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში, ასევე, შედიან თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და აშშ.
ყველაზე მეტი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და უძრავი ქონების სფეროებში, ფინანსურ სექტორში და რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესში.
2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინვესტიციები 5,5%-ით შემცირდა.

             


საქინფორმი