“ღმერთმა მიწა გვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ ღმერთის ნაწყალობევის გაყიდვის უფლება არ გვაქვს” ("საქართველო და მსოფლიო")
პუბლიკაციები
“ღმერთმა მიწა გვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ ღმერთის ნაწყალობევის გაყიდვის უფლება არ გვაქვს” ("საქართველო და მსოფლიო")

      დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან უკვე 26 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას 1991 წლიდან აწუხებდა, დღესაც მოუგვარებელიაa, მეტიც _ უფრო დამძიმდა.
დღეს ქართველი ერი, მართლმადიდებელი ეკლესია, ეროვნული ფასეულობები, რომლებმაცაქამდე მოგვიყვანა, გააფთრებულ თავდასხმას განიცდის დასავლეთის მიერ წაქეზებულიულტრალიბერალებისგან, რომლებიც ცდილობენ, ქვეყნისთვის ისეთი სასიცოცხლოდმნიშვნელოვანი პრობლემებისგან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დემოგრაფიული კრიზისი, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა, უმუშევრობა, უცხოელებისმოძალება თუ ქართველების ემიგრაცია, ყურადღება გადაიტანონ თითიდან გამოწოვილპრობლემებზე _ ქალების სექსუალურ შევიწროებაზე, ოჯახურ ძალადობაზე, ე.წ. სექსუალურიუმცირესობების უფლებების დაცვაზე, და ერი ეროვნული ფასეულობების უარყოფისა დადასავლეთისგან თავსმოხვეული ე.წ. ფასეულობების დამკვიდრების პროცესში ჩაითრიონ.
დღეს ქართველი ერი არა მხოლოდ სულიერი გადაგვარების, არამედ ფიზიკური განადგურების პირასაა. 2002 წელს საქართველოში 4 371 534 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი _ 3 713 804 ადამიანი, ანუ 12 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 657 730 კაცით შემცირდა. 2003-2014 წლებში საქართველოდან უცხოეთში წავიდა და იქ, ერთ წელზე მეტია, ცხოვრობს დაახლოებით 750 ათასი კაცი. ამას ემატება უცხოელების მოძალება, რომლებიც ისედაც მცირემიწიან საქართველოში მიწებს ყიდულობენ და სახლდებიან.
შედეგად, როგორც ქართველი მეცნიერები ამბობენ (იხ. მათი მიმართვა პრემიერ კვირიკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაზეთის ამავე ნომერში), “დღეს მიწის ყიდვა–გაყიდვასრულიად თავისუფალ ბაზარზე მინდობილია მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაში _ საქართველოში”. ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ მიწა უცხოელებს არ უნდა მივყიდოთ, რადგან უცხოელი საქართველოში მიწას იმიტომ ყიდულობს, რომ მერე უფრო ძვირად გაყიდოს, რაც სპეკულაციური ოპერაციაა და ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო არ არის; ან ყიდულობს იმისთვის, რომ თავისიანები ჩამოიყვანოს და დაასახლოს, რაც საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს. იმ საფრთხეზე, რომელიც ემუქრება ისედაც ტერიტორია შემოძარცვულ და დემოგრაფიული კატასტროფის პირას მდგომ ქვეყანას, ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ზუსტად 2 ათეული წლის წინათ მიგვითითებდა.
აი, რას ამბობდა ის 1997 წლის დეკემბერში გაზეთ “საქართველოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:
“ქართველი კაცისთვის მიწა ღვთით ბოძებული სიმდიდრეა. ეს სიმდიდრე არ შეიძლებავაჭრობის მიზნით გამოიყენებოდეს. მიწამ ადამიანს შემოსავალი დახარჯული შრომისა დადაღვრილი ოფლის საფასურად უნდა მისცეს. ამასთანავე, ღმერთმა მიწა, ერთ თაობას კი არა, მთელს ერს უბოძა, ერი კი მომავალ, ჯერ არდაბადებულ თაობებსაც მოიცავს. ამიტომ დღესმცხოვრებ ადამიანთაგან არავის აქვს უფლება, განაგებდეს იმას, რაც მხოლოდ მას არეკუთვნის”.
* შეუძლებელია, არ დაეთანხმო ბატონ ალექსანდრეს, რადგან ისედაც მცირემიწიან საქართველოში, რომლის ტერიტორიაც, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, სულ 69,7 ათასი კვ.კმ-ია, არ შეიძლება ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი _ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, გადაწყვიტოს ერთმა თაობამ, როგორი ბრძენიც უნდა იყოს ის. არადა, დღეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5%, ანუ 50-55 ათასი ჰექტარი მიწა უცხოელების საკუთრებაა.
კიდევ ერთი ამონარიდი ალექსანდრე ჭაჭიას 20 წლისწინანდელი ინტერვიუდან:
“მიწის შესახებ კანონის განხილვის პერიოდში ქართველი გლეხები, ანუ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამუშავებენ მიწას და რომლებისთვისაც ქალაქელ “რეფორმატორებს” ამმიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვიხსნიან ამ კანონის მიღებისაუცილებლობას) სურთ, დაჟინებით სთხოვდნენ ხელისუფლებას, არ მოქცეულიყო ასე, რადგან ხვდებოდნენ, რომ ეს კანონი მხოლოდ ზიანს მოგვაყენებდა, მაგრამ ჩვენმა“განათლებულმა”, “სწავლულმა” მინისტრებმა გლეხთა მოსაზრება მათი “ჩამორჩენილობის”, “ველურობისა” და “არაცივილიზებულობის” გამოვლენად ჩათვალეს. მათი ლოგიკა ხომასეთია: ამერიკასა და კანადაში ნანახი ჰყავთ მიწის მფლობელი ფერმერები; რადგანამერიკელები და კანადელები “ცივილიზებული” ხალხია, ე.ი., საქართველოშიც მათ მსგავსადუნდა მოვიქცეთო. გარდა ამისა, თუ არ იქნება კანონი მიწის გაყიდვის შესახებ, სავალუტოფონდი კრედიტებს არ გამოყოფს, ხოლო თუ კრედიტები არ იქნება, რაღა დაიტაცონ? მიწისშესახებ კანონის თავს მოხვევის მექანიზმი “კლასიკურად” პრიმიტიული იყო. გერმანიაშიმიავლინეს რომელიღაც ახალგაზრდა იუსტიციის სამინისტროდან, რომელმაც იქ მოქმედიკანონის ტექსტი ჩამოიტანა, თარგმნეს ეს ტექსტი ქართულად (ისიც შეცდომებით) დააამოქმედეს პროპაგანდისტული მანქანა ლოზუნგით: ასეა მოწყობილი ცივილიზებულგერმანიაში და ასევე უნდა მოვაწყოთ ჩვენც, თუ გვსურს ცივილიზებულნი ვიყოთო. ნუთუნაკლებ ცივილიზებულია ჰოლანდია, სადაც ფერმერებს მიწა იჯარით, მემკვიდრეობითობისუფლებით ეძლევათ, ან ისრაელი, სადაც მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი დამუშავებისკოლექტიური ფორმებია მიღებული (კიბუცები)? სხვათა შორის, ეს ორი პატარა ქვეყანასასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოების ეფექტიანობით არც ერთ მოწინავე ქვეყანას არჩამოუვარდება… დასავლური პრინციპების ძალდატანებითი ტრანსპლანტაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისადმი მონური მორჩილების შედეგადმიღებული გადაწყვეტილებები დამღუპველია არა მხოლოდ თანამედროვე საქართველოსთვის, არამედ ქართველი ერის მომავალი თაობებისთვისაც. ასეთი გადაწყვეტილებების რიცხვსმიეკუთვნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მიწის შესახებ, რომელიც მის კერძოსაკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. მიწის ყიდვა–გაყიდვა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სიღატაკეში იმყოფება და ფიზიკური გადარჩენისთვისიბრძვის, შეუძლებელია, ქართველთა ინტერესებს ემსახურებოდეს. კანონში არსებულიდებულება უცხოელების მიერ საქართველოში მიწის ყიდვის აკრძალვის შესახებ ისეთიუსუსურია, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს. ანალოგიური აკრძალვა პოლონეთშიც იყომიღებული, მაგრამ, როდესაც უცხოელების მიერ ცრუმაგიერი პირების მეშვეობით მიწისშესყიდვის პროცესმა გარკვეულ დონეს მიაღწია, ფაქტობრივმა მფლობელებმა უკმაყოფილებაგამოხატეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოლონეთისგან აკრძალვის გაუქმებამოითხოვა, რაც სეიმმა დაუყოვნებლივ შეასრულა კიდეც, ასე მოხდება საქართველოშიც”.
* დასავლური პრინციპების ძალდატანებით გადმოტანაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისადმი მონურ მორჩილებასა და ამ რეკომენდაციების შედეგად მიღებულ დამღუპველ გადაწყვეტილებებზე ალექსანდრე ჭაჭიას შემდეგ სხვა ექსპერტებიც ალაპარაკდნენ.
აი პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას კიდევ ერთი გაფრთხილება, ამჯერად გაზეთ“საქართველო და მსოფლიოს” (#20 (207), 5-11 ივნისი, 2013 წ.) ფურცლებიდან:
“თუ გახსოვთ, ყოველთვის გამოვდიოდი მიწაზე კერძო საკუთრების შემოღების წინააღმდეგ, მომყავდა მაგალითები რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ამ მახეში გაებნენ, ვარწმუნებდისაზოგადოებას, რომ გაპარტახებულ ქვეყანაში კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა გახდებაღარიბი გლეხისთვის ერთადერთი, მაგრამ მკვდარი კაპიტალი და ის აუცილებლად შეეცდებამის გაყიდვას, ხოლო ყიდვას შეძლებენ მხოლოდ უცხოელები. ჩემი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს არის “ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრაქტიკა” და, “თუ ჩვენ ევროპაშიგვინდა”, უნდა ვიყოთ ასეთივე ცივილიზებულები. მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ეს იყოსაერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა და მის მიერ დაქირავებული საქართველოსმთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები არწმუნებდნენ ერს, რომ ეს სწორიგადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობას “საბჭოთა ჩიხიდან” გამოიყვანს. ესასფალტზე გაზრდილი “ექსპერტები” არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ, თუკოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს გააუქმებდნენ და მიწას გლეხებს კერძოსაკუთრებაში დაურიგებდნენ, მაშინ მადლიერი და გახარებული გლეხობა გამორჩეულიენთუზიაზმით დაამუშავებდა მას, მოსავლიანობა ათმაგად გაიზრდებოდა და ყველა იქნებოდაბედნიერი და კმაყოფილი. საინტერესოა, რომ თავად გლეხები სხვა აზრისანი იყვნენ, მაგრამ“ექსპერტები” ამას მათი “ჩამორჩენილობითა” და “საბჭოთა მენტალიტეტით” ხსნიდნენ. მახსოვს ტელერეპორტაჟი კახეთიდან, რომელშიც ჟურნალისტმა ჰკითხა მოხუც გლეხს, რასგააკეთებდა იგი, როდესაც მიწას საკუთრებაში მიიღებდა. მან დაღონებულმა შეხედა მას დაუპასუხა: “გავყიდი, შვილო, თუ ვინმე იყიდის. რით ან როგორ დავამუშავებ?”. ჩვენს“ცივილიზებულ” ექსპერტებს არ ესმოდათ, რომ თავად მიწა გლეხისთვის არანაირღირებულებას არ წარმოადგენს. ღირებულებას წარმოადგენს მოსავალი და მისი რეალიზაციისშესაძლებლობა. ხოლო რათა მიიღო მოსავალი, მიწა უნდა დაამუშავო, ამისთვის საჭიროაშესაბამისი ტექნიკა, საწვავი, სასუქი და ა. შ. თუ ეს ყველაფერი გლეხს არ გააჩნია, მაშინ მიწაცარ სჭირდება და იგი ეცდება მის გაყიდვას; ხოლო მცირემიწიანი საქართველოს პირობებში ესნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ერი დაკარგავს საკუთარ მიწაზე უფლებას. მიწაზეკერძო საკუთრების შემოღება არის დანაშაული არა მხოლოდ მცირემიწიანობის მიზეზით, არამედ იმიტომაც, რომ ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს და ერი არაა მხოლოდდღევანდელი თაობა, არამედ _ წინა და მომავალი თაობებიც, ერთად აღებული. ერის არც ერთთაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ღმერთმა მიწაგვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ ღმერთის წყალობის გაყიდვის უფლება არ გვაქვს. თავის დროზე ძალიან გამიკვირდა, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ გამოთქვა პროტესტი მიწების კერძოსაკუთრებაში გადაცემის თაობაზე”.
* თუ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ტერიტორიაშემოძარცვული საქართველოს მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას, იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად სახსარი არ აქვს და ლუკმაპურის ფულის საშოვნელად უცხოეთში გარბის, საქართველოში ქართველები მალე უმცირესობა ვიქნებით, მიწას კი უცხოტომელები დაეპატრონებიან.
ალექსანდრე ჭაჭია ქართველი ერის გადარჩენის გზებზეც მიუთითებდა:
“ქართველმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ღირებულებებისა დაპრიორიტეტების სისტემა. 15 წლის წინათ შევიმუშავე და გამოვაქვეყნე “საქართველოსეროვნულ–სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია”, რომელშიც ჩამოვაყალიბე ქვეყნისეროვნული ინტერესები, მიზნები და ამოცანები განვითარების გარდამავალ პერიოდსა დაპერსპექტივაში. მთავარ მიზნად ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისგან და ზნეობრივიდეგრადაციისგან დაცვა მივიჩნიე. მაშინვე დავასახელე ლოზუნგი პატრიოტული ძალებისთვის_ “ქართველობის გადასარჩენად!” შევარდნაძემ და მისმა კარის ინტელიგენციამ, შემდგომშიკი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მე “ნაციონალისტი” და “კრემლის რუპორი” მიწოდეს, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავის თავს “ოპოზიციას” ეძახდნენ, მკვეთრად დაგმესჩემი “ანტიამერიკანიზმი” და “ანტიევროპეიზმი”. დღეს ის ჩემი ლოზუნგი კიდევ უფროაქტუალურია, თუმცა, შესაძლოა, უკვე გვიანიცაა… თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრიდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განაგრძობს ზურაბ ჟვანიას ბოდვითი განცხადებითხელმძღვანელობას: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!”. სააკაშვილი და მისიცხვირმოუხოცავი თანამზრახველები 10 წელი უდებდნენ ხალხს თავში, რომ საქართველო“ბრუნდება” ევროპაში, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ და ა. შ. ამისთვის ჩამოჰყავდათ აქ ვიღაც ევროპელი მასხარები _ მესამეხარისხოვანი ქვეყნებისპრეზიდენტები, ევროპარლამენტარები, მოედნებზე სამარცხვინო შოუებს დგამდნენ…საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპის ნაწილი და ევროპა არასოდეს თვლიდასაქართველოს თავის ნაწილად. ევროპულმა კულტურამ, ევროპულმა ღირებულებებმასაქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში შემოაღწია რუსეთიდან. XIX საუკუნისბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში “თერგდალეულთა”, დიდი ქართველიგანმანათლებლების დამსახურებით, ეს პროცესი გაძლიერდა. მაგრამ მაშინ ევროპა სწრაფადვითარდებოდა, ევროპული ღირებულებები იყო ჭეშმარიტი პროგრესული ღირებულებებიგანათლებაშიც, მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, ტექნიკაშიც, წარმოების ორგანიზებაშიც დასაზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დღეს ევროპა მძლავრად დეგრადირებს. ევროპულისახელმწიფოები აღარ არიან დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოები თავისი ეროვნულიტრადიციებით, წეს–ჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით. უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშ–ისადა საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ “უმცირესობათა” მოთხოვნებმა…მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობითმიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანულიპოსტულატები და მიეჩვივნენ “უმცირესობათა უფლებების” დაცვას, დაუცველებიაღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეშიზეწოლის წინაშე, რომლებიც დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას საკუთარნორმებსა და ქცევის წესებს… ევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონდემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები” (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, #19 (206), 29 მაისი _ 4 ივნისი, 2013 წ.).
* როგორც ხედავთ, ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკური პროგნოზები საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ, რომლებიც ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა, ზედმიწევნით ზუსტი აღმოჩნდა _ დღეს ქართველ ერს თავს ახვევენ ე.წ. დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ოჯახის კულტსა და ეროვნულ ტრადიციებს, უტევს მართლმადიდებლობას, როგორც ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების უკანასკნელ ბასტიონს. დასავლური თანამედროვე ღირებულებებისადმი გაუაზრებელი თაყვანისცემით ერი გადაგვარების გზას დაადგა. დღეს ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს ქართული მამაპაპური ტრადიციების დაცვა ჩამორჩენილობად მიაჩნია, დაბალია შობადობის, განათლებისა და სოციალური დაცვის დონე, დიდია მიგრაცია და, შესაბამისად, ერი გადაშენების პირასაა. ამიტომ, თუ გვინდა, გადავრჩეთ ფიზიკურად და სულიერად, ენა, მამული (მიწა) და სარწმუნოება უნდა შევინარჩუნოთ.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ
ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 6 ქვეყანაში არ არის მიწის თავისუფალიბაზარი. ეს ქვეყნებია: სამხრეთი კორეა, კუბა, ვენესუელა, ტაჯიკეთი, კონგო და უკრაინა. ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ესტონეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ავსტრია, შვეიცარია, ახალი ზელანდია და სხვ, სხვადასხვა შეზღუდვაა დაწესებული მიწის შეძენაზე. ხორვატიაში, სერბეთში, ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში კი უცხოელი მიწას ვერ იყიდის.

წყარო: გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"