საზოგადოება
2018 წელს პენსია არ გაიზრდება - წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის! საქართველოში პენსია 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გაიზრდება

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. "2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის, ჩვენ სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის შემდეგ ჩვენ გვექნება რესურსი იმისთვის, რომ სოციალური ხარჯები დამატებით გაიზარდოს, - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, - ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“.
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, ჩვენ გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი, თუმცა სანამ ინდექაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მანამდე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექაციის მეთოდით პენსია გაიზრდება. 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება, ისევე, როგორც 2020 წელს“, - დასძინა ქუმსიშვილმა.
ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხა, ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.