პოლიტიკა
თუკი პოროშენკო ჩემს საქართველოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს! - სააკაშვილი

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხვალ, 7 ნოემბრის სხდომაზე მოხდება. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პარლამენტს პრეზიდენტის კანონიერი გზებით შეცვლის ინსტრუმენტი ექნება.
ხელისუფლების ცვლილება კანონიერად უნდა მოხდეს. მაგრამ თუ არ არსებობს შესაბამისი კანონი, ეს ვერ მოხდება. ამიტომ უკვე წარვადგინეთ კანონპროექტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. მოქმედ პარლამენტს თუ არა, შემდეგს მაინც უნდა ვცეთ პრეზიდენტის გადაყენების კანონიერი ინსტრუმენტი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას სააკაშვილმა მისი საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხზეც ილაპარაკა. 
"არ მაქვს მოქმედი უკრაინული პასპორტი. ხოლო პოროშენკო ჩემი საქართველოში ექსტრადირების პრცესშია. თუმცა, ამისთვის მას მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს. ჩემი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებ. თუკი პოროშენკო ჩემს საქართვლოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს! შემდეგ კი ჩვენ ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დავიწყებთ. ვფიქრობ, მოვლენები საქართველოშიც და უკრაინაშიც ერთნაირად განვითარდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.