აქტუალური
საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს - ქეთევან ციხელაშვილი

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას“ და ცხინვალის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მურატ ცხოვრებოვის განცხადებას, რაზეც დღეს საქინფორმი SPUTNIK-ზე დაყრდობით იუწყება, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ აქ არ გახლავთ საზღვარი. საქართველოს საზღვარი გააჩნია რუსეთთან კავკასიონის ქედზე. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება და ტვირთბრუნვა კი არ შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს და .. ფორმულირებებს, რომ აქ შეიძლება იყოს საბაჟო, ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით არის შეუძლებელი, არალეგიტიმური, ვინაიდან, საქართველოს საზღვარი აქ არ გააჩნია", - განაცხადა ციხელაშვილმა.