აქტუალური
მურატ ცხოვრებოვი: „საბაჟო პუნქტის გახსნა იგეგმება სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ლენინგორის რაიონში“ – SPUTNIK

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საბაჟო იმუშავებს გამარტივებული გადაკვეთის პუნქტ „რაზდახანზე“. „პოსტის გახსნის შესაძლებლობა განიხილება შემოტანილი პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის კონტროლისთვის. ყველა შემოტანილი საქონელი წლების განმავლობაში არ იბეგრებოდა“, - განაცხადა ცხოვრებოვმა და დასძინა, რომ „ახალი საბაჟო პუნქტის გახსნისათვის აუცილებელი მთელი დოკუმენტაცია ამჟამად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებშია შესათანხმებლად“.
ცხოვრებოვმა დააზუსტა, რომ „საქართველოდან შემოტანილი ყველა საქონელი საბაჟო გადასახადით ისევე დაიბეგრება, როგორც პუნქტ „ზემო როკაზე“, იუწყება SPUTNIK.
„ლენინგორის რაიონის მცხოვრებთ უფლება აქვთ, საქართველოდან გამარტივებული გადაკვეთის პუნქტ „რაზდახანის“ გავლით შემოიტანონ არა უმეტეს 50 კილოგრამისა ერთ სულზე. ადრე მესაზღვრეებმა Sputnik-ის კორესპონდენტს უამბეს, რომ „ტვირთის აწონის უფლება არ აქვთ, რადგან ეს საბაჟო ორგანოების პრეროგატივაა, ამიტომ 50 კგ-ს განსაზღვრა თვალზომით უწევთ“.