უცხოეთი
„ჩრდილოეთი-სამხრეთის" ენერგოდერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი ენერგეტიკულ დერეფანზე მუშაობენ, რომელიც შესაძლებელს გახდის ელექტროენერგიის ტრანზიტი ოთხმხრივ ფორმატში განხორციელდეს
რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანის ენერგოდერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის" ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზად 2018 წელს იქნება, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, რუსეთ-ირანის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე ალექსანდრ ნოვაკმა.
ერევანში ოთხი სახელმწიფოს ენერგეტიკის მინისტრებმა 2016 წლის აპრილში ხელი მოაწერეს პროექტის „საგზაო რუკას", რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის ერთობლივად შემუშავებას და ასევე მემორანდუმს ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
„ჩვენი კოლეგებისგან იმ წინადადებებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს, რომლებიც დღეს დგას. ამ დროისთვის შესაბამისი საფუძვლების შემუშავება მიდის", — განაცხადა ნოვაკმა.
მანამდე ნოვაკმა აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზად 2018 წლის მეორე ნახევარში იქნება.
„ჩრდილოეთი-სამხრეთის" პროექტზე მუშაობა, რომლის გამტარუნარიანობა 1,2 გვტ-ია, 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. შეთანხმებას პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების შემუშავების თაობაზე 2016 წლის სექტემბერში ბათუმში მოეწერა ხელი.

sputnik-georgia.com