ქაჯთა მბრძანებლის ფართო მოსაცდელში გნიასია. ქუხს, ხმაურობს და როკავს ეშმაკ-ქაჯთა ბოროტების ბუდე. მორიგ შეყრილობაზე მხიარულად ცხადდებიან, რამეთუ სიკეთეზე შეტევის წარმატებაში დარწმუნებულები ერთობიან სანამ მთავარი ქაჯი ადუღებულ კუპრში ბანაობას დაამთავრებს.
ბოლავს მიწისპირი. გოგირდის მყრალი კვამლი აქა-იქ აშფოთებს ადამიანებს. კარგად იციან, რომ ქვესკნელის ქაჯთა გააქტიურება ზესკნელის ქაჯებს ძალას შემატებს და ყველგან მათი როკვა დაიწყება, თუმცა ამ ბოლო დროს ისედაც გვარიანად წამლავენ ადამის მოდგმას.
მდუღარე კუპრის ტბორიდან ამოვიდა, ბალანი შეიბერტყა და გარეთ შეყრილ ეშმაკთა შემოსვლა ბრძანა. გოგირდის ორთქლით აქოთებული ბუნაგი უამრავი წვრილ-მსხვილი ეშმაკებით გაივსო.
ბელზებელი მაღალი ლოდის ქიმზე მოეწყო. ირგვლივ ღვაწლმოსილი ბებერი ქაჯები შემოუსხდნენ, დიდი დამსახურების ნიშნად მკერდზე დაკიდებული ადამიანის თავის ქალით და ხელში ბარძაყის ძვლის კვერთხით.
- ჩვენი მოვალეობაა ადამიანთა მოდგმის საჩვენოდ გადაჯიშება. ამას ვჭყივივარ იმიტომ, რომ ადამიანი ქაჯად ვერ იქცევა, მაგრამ სიცოცხლის ისეთი ქაჯური ბოროტებით მოწამვლა შეუძლია, რომ ქაჯები გაკვირდებიან. ბოლოს კი თავისი ჯიშის და ჯილაგის მოღალატე ყველას სძულს, რადგან ბოროტების და სიძულვილის მსახურთ არავისი ერთგულება არ შეუძლიათ. თუ ადამიანს მოხვეჭის გაუმაძღრობა შეეყარა, თავისუფალია ადამიანობისაგან, ის ეშმაკეთის მსახურია, რადგან გაუმაძღრობაშეყრილი სიკეთის გზაზე ვეღარ შედგება, ფულის მონაა და ყველაწმინდას გაწირავს, ოღონდ ფულზე მბრძანებლობა შეინარჩუნოს. ეს სამყარო ბოროტების ბრძოლაა სიკეთესთან. ჩვენი მოვალეობაა ბოროტების შხამით სიკეთის სიტკბოს ჩამწარება, - ბელზებელმა სული მოითქვა და გააგრძელა: - ხალხი ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ხან ფარაა და ხან ნახირი, ხან კი ბრმა განუკითხაობით გამძვინვარებულთა ხროვაა.
ადამიანების ჯგუფი, რომელიც ბოროტი განზრახვით ადამიანთა ჭირად ქცეულა, ყოველგვარ ხროვაზე დაუნდობელია და ბანდა ჰქვია. ჩვენ სწორედ ამგვარი ბანდები გვჭირდება. ეს შეკრება ამ საკითხს უნდა მივუძღვნათ, - ბრძანა და ბრჭყალით დინგი მოიფხანა.
- ამიიერიდან ჩვენი შეკრებები მუდამ საზეიმო და წარმატებული იქნება, - აჭყივლდა მეტიჩარა, გაქუცული ბებერი ეშმაკი - ჩმახი, უხსოვარ დროიდან ქართველთა გადაგვარება-გადაჯიშება რომ ევალებოდა.
- რა გაქვს საზეიმო, ჩმახო? - ეშმაკური ღრეჭით ჰკითხა ბელზებელმა.
- ბოროტებას, ეშმაკ-ქაჯობას, უსირცხვილობას, სექსუალურ გარყვნილება-სიბილწეს, რასაც მე ვქადაგებ, შენს გასახარად არასდროს არ ჰქონია ისეთი წარმატება, რასაც ამ ბოლო დროს მე მივაღწიე, - თქვა და ბელზებელის საამებლად დაიღრიჭა.
- შენი ყველა წარმატების და ჩასვრის მოწმე ვარ. კუდამოძუებულიც მინახიხარ, საქართველოდან გამოპანღურებული იქით გახედვას რომ ვეღარ ბედავდი და მეხვეწებოდი, სადმე პაპუასებთან გამიშვიო, გახსოვს? - ნიშნის მოგებით უთხრა.
- მახსოვს, როგორ არა, სწორედ ამიტომ დავამსგავსე ეგენი პაპუასებს. საქართველოში ახლა შენი იდეების ზეობაა. მეც, როგორც რიგითი ქურუმი, დამოძღვრას არ ვაკლებ და შედეგად ჩემი ეშმაკეულნი უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს ლანძღავენ. უღმერთოები ქაჯების სამსახურად მოვაქციე და მალე აქ ადუღებულ კუპრში ჩვენი ბალნის ტილებთან ერთად იფართხალებენ.
- ახლა მოგვიყევი, ქართველთა გადაჯიშება როგორ მოახერხე, რომ ამ ყეყეჩმა, რქამოტეხილმა ბეჩავმა რუსეტის ქაჯმაც გაატოკოს ცარიელი თავი, თორე რუსეთმა შეიძლება, სულ გაგვიქარბუქოს უკვე მიღწეული ქაჯთა დიდი აღზევება, - ბელზებელმა რუსეთის ეშმაკს ბრჭყალი დაუქნია.
- ხომ იცი, უუწმინდურესო, გარყვნილო და გათახსირებულო ჩვენო მბრძანებელო, ქაჯეთში ტრაბახით ვერავინ მჯობია, მაგრამ ქართველთა გადაჯიშებას მაინც ვერ დავიბრალებ. რაოდენობით მცირე, მაგრამ შემოქმედებითი და ადამიანური სიწმინდეების საძირკველში შეურყევლობისთვის ჩადებული წვლილით დიდი და მძლავრი ერია. მათი მოსპობა უფრო შეიძლება, ვიდრე ერთხელ არჩეულ უწმინდეს ხსოვნას და ტრადიციებს უღალატონ, - ჩმახს ხმაში ბრაზი შეეპარა.
- აბა, რა თავბრუ დაგვახვიე ფუჭი ბაქი-ბუქით! - იჭყივლა ბელზებელმა.
- ტრაბახი არა, საამაყო კი ნამდვილად მაქვს. როგორ ფიქრობ, უუწმინდურესო მბრძანებელო, ქართველების ასე დაბეჩავებას და მთელი საქართველოს გაუბედურების გზას შეყენებას ეშმაკეული ჭკუის მოქნილი მოხმარება არ უნდოდა? - ჩმახი ცოტა ხანს გაჩუმდა.
მუდამ ხმაურიანი საქაჯეთი დადუმდა. ყველა ჩმახს მიაჩერდა. ხმა ისევ ბელზებელმა ამოიღო: - კარგი, ქართველების დაბეჩავებაზე მოგვიყევი, - შემრიგებლური ტონით უთხრა.
- შენ კარგად იცი, ქართველების მოსპობას წინ აღარაფერი რომ ეღობებოდა უფალმა მაგათი გმირი მეფის - ერეკლე მეორის მცდელობით რუსეთი მოუვლინა მხსნელად და გადამრჩენად. სანამ მასთან მეგობრობდნენ, ქართველები ისე მომრავლდნენ და გაძლიერდნენ, რომ ყველგან გააქრეს ჩემი ხსენება. მეც ქაჯეთის ნაპრალში ვაფარებდი თავს. გარეთ გამოსვლაც კი მეშინოდა, რომ რუსეთის რიჟა ეშმაკისავიტ არ მოვესრიალებინეთ და მეჯები არ შემოემტვრიათ.
როგორც კი ნაპრალიდან გამოსვლის საშუალება მომეცა, ეროვნული მოძრაობის ნიღბით საქართველოში უმადურობის შხამის გაშლა დავიწყე და ვეცადე ქართველებს თავისი ერთგული მეგობარი და მხსნელი, რუსეთი, შეეძულებინათ. ქართველებს რუსეთი ვერ შევაძულე, მაგრამ ხელისუფლებაში სწორედ ჩემი ჭკუით მოწამლული ფულის მონების გაყვანა შევძელი, - ჩმახი ცოტა ხანს გაჩერდა, სულ თავის თავზე დაბრალება ძვირად რომ არ დასჯდომოდა, დაუმატა: - ამ საქმეში თავისი დიდი წვლილი შეიტანეს ახმახმა და ჩახმახმა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში სულ ჩემი, ახმახისა და ჩახმახის ერთგული ეშმაკეულნი მბრძანებლობენ და რუსეთის გინებით საქართველოს და მთელს ქართველ ხალხს აქეთ, ქაჯური გარყვნილება-მოსპობისაკენ ექაჩებიან. ამაში დიდი წვლილი შეაქვთ ახმახის და ჩახმახის მსახურ უამრავ პარტიად წოდებულ ბანდებს და ევროპაში ტვინგალაყებულ არასამთავრობოდ წოდებულ აბდა-უბდა, ყბედ, დემაგოგ ახალგაზრდების ხროვას. მართვის ყოველგვარი აღვირი ჩემს ეშმაკეულთა ხელშია და დღემდე წარმატებით აბითურებენ ხალხს. უგარყვნილესო და უუწმინდურესო მბრძანებელო, მას შემდეგ, რაც ქართველების ეშმაკ-ქაჯურ გზაზე დასაყენებლად მათთან ვტრიალებ და ყოველგვარ სიკეთეს ბოროტებით ვწამლავ, ბევრმა წყალმა ჩაიარა. რამდენჯერ ისეთი მოსპობა-გადაგვარების ბოროტი ცეცხლი შევუნთე, არაფრით არ მეგონა, მაგათი სასიკეთოდ მობრუნება, მაგრამ ყოველთვის ფეხზე დგებოდნენ და ახალი ძალით აქრობდნენ ყოველივე ეშმაკ-ქაჯურს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში გარყვნილება, გადაგვარება, მოსპობის ბორბალი ბრუნავს და ყოველგვარი სიკეთის ხსენებას აქრობს, ჩვენ გამარჯვებასაც ხელს აღარაფერი უშლის, ამხელა გამოცდილების მქონე ქაჯს მაინც შიშის ჭია არ მასვენებს. ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე საცხოვრებლად რჩეული ხალხია და უფალი სწორედ მაშინ ეხმარება, როცა ყოფნა-არყოფნის უბედურებას ხელს აღარაფერი უშლის. გევედრები, უუწმინდურესო გარყვნილებავ, უფალი დაგვხსენი და ქართველთა სახსენებელს გავაქრობ, ისეთ მოსპობის ბილიკზე მყავს შეყენებული მათი ამქვეყნიურობა, - ჩმახი წლების სიმრავლით დახავსებულ რქებს ბრჭყალებით მოეჭიდა და მის წინაშე კისერი მოიდრიკა.
- შენ რა გინდა, უფალს ბოროტების მფარველობა ვთხოვო და სიკეთეზე ხელი ავაღებინო?! - შე თავქარიანო, ბებერო პატიოსნებავ, ვეღარ გაიგე, რომ მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე უფალი ცდილობს, გაგვაკეთილშობილოს და სიკეთის გზაზე დაგვაყენოს, მაშინ მის მიერ შექმნილი სამყარო ერთიან სამოთხედ გადაიქცეოდა. თითის გატოკებით შეუძლია ჩვენი მოსპობა, მაგრამ სიკეთის, სიყვარულის, ცოდვების შენდობის დიდსულოვან მსახურს ამის გაკეთება არ სურს; ჩვენც სწორედ ამ დიდი მოთმინებით ვსარგებლობთ და ვამწარებთ მის მიერ სიკეთედ, ბედნიერებად და სიყვარულად შექმნილ მსოფლიოს. შენ კი გინდა, რომ მის მოთმინების ფიალას ამგვარი თავხედური თხოვნით ბოლო წვეთი მივმატო და საქაჯეთის არსებობა გავაქრობინო?! - აჭყივლდა ბელზებელი.
საზეიმოდ გამიზნული ქაჯთა შეყრილობა მოწმენდილზე მეხის გავარდნის მოლოდინს დაემსგავსა. ეგონათ, რომ სამყაროს გამგებლები ქაჯები იყვნენ. ნახეთ, რა შესძლებია უფალს!
- უფალი ჩემსავით ბოროტების მსახური რომ იყოს, ქაჯების ხსენებას გააქრობდა. ამიტომ სიფხიზლეა საჭირო, ყოველივე ეშმაკეული ხალხისთვის სიკეთის და ბედნიერების მოტანის სურვილით უნდა შევნიღბოთ, - ბელზებელს დამოძღვრა ისევ მეტიჩარა ჩმახმა შეაწყვეტინა:
- მეც სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი, ასე დაუმსახურებლად რომ გამოვლანძღე პატიოსნების დაბრალებით.
- ჩამოფქვი, რისი თქმა გინდოდა, - მეტიჩარა ჩმახი აღარ დატუქსა.
- რაც ქაჯურ ბოროტებას ვანთხევ და გარყვნილებას ვამრავლებ, ხალხის საკეთილდღეოდ დემოკრატიის სახელით ვნიღბავ.
- შენ რას ნიღბავ, შე ტრაბახა პატიოსანო! - ფეხზე წამოხტა მაღალი, უშველებელღოჯებიანი, გრძელთათებიანი, სისხლჩამდგარ თვალებს ბოროტად აჭყეტავდა ყველაზე ზორბა ქაჯი; ჩმახი მუხლებამდეც ვერ სწვდებოდა. კისერზე მოჰკიდა ბრჭყალი და კედელში გამოშვერილი, მოზრდილი ლოდის ქიმზე წამოასკუპა.
- დემოკრატიის ნიღბით მე ვათახსირებ კაცობრიობას! - ლოთის აჭრილი ხმით დაიჩხავლა ახმახმა. - დემოკრატიის სახელით სატანის საჯირითო არენად ვაქციე ერაყი. უძველესი ექსპონატებით მდიდარი მუზეუმები გავაპარტახე,წარსულის საამაყო ძეგლები მოვსპე, რომ კაცობრიობამ არ იცოდეს, საიდან მოდის. სიკეთე ბოროტებად ვაქციე და ახლა იქ ქაჯური ქაოსი ბობოქრობს. თუ ყველა ქაჯთა მონად არ იქცა, ისე გავჟღენთავ ბოროტებით, რომ ქაჯები გააკვირვონ ადამიანობის წაბილწვით.
- გიხაროდეს უუწმინდურესო, გარყვნილო, გათახსირებულო მბრძანებელო, მეც სულ ახმახის გვერდით ვარ, - აქა-იქ ბალანგაცვეთილი, მოკუზული, პირდორბლიანი ბოროტება ახმახს გვერდით ამოუდგა და ამაყად დაიჯღანა. მას ჭყივილით აყვა მის ბალანზე მოჭიდებული სვასტიკიანი ეშმაკი და ორი პატარა ოღონდ ბოროტად დაღრეჯილი სიმახინჯე.
- რა საშინელი ქაჯია და რასასიამოვნოდ მახინჯი წვრილფეხობა ჰყოლია. ნეტავ როდის მეღირსება მაგის მსგავსი საფრთხობელა რომ გავხდე, -უჩუმრა ამოიკნავლა ახლდაგამოჩეკილმა ქაჯმა.
- ეგ ახმახი ამერიკელთა გადაგვარებას ემსახურება,მეორე ჩახმახი კი ნატოდ წოდებული ევროპის უბედურებაა; მაგათ შორის ბევრს რომ ხმაურობს ეგ რახრახია, უკრაინელთა ჭირად შექმნა ბელზებელმა. უკრაინელებს უნდა აურიოს ტვინი და თავის ძმა რუსეთს თავისსავე დასაღუპად მტრად უნდა მოეკიდოს. ის პატარა მოკუნტული ვირთხას რომ ჰგავს შეშინებული წრიპინებს და კანკალებს, ცახცახია ბალტიისპირეთის ხალხების გასაუბედურებლად შექმნილი ეშმაკი, ნეოფაშიზმის აღორძინებას ემსახურება და ხალხს რუსეთის შემოჭრით აშინებს,თვითონ კი თავისსავე შეთხზულ ზღაპრისგან შიშით კანკალებს. ჩახმახს ბალანზე რომ ეკვრის და წრიპინებს მთელი ქაჯეთის სიამაყე ფაშიზმია. ერთხანს ჩვენთან - პენსიონერებთან იყო, მაგრამ ბელზებელმა მისი კვლავ ამოქმედება ისურვა და ჩახმახთან გაამწესა; ეგენიც სათუთად უვლიან. ჩმახი კიდევ საქართელოს საუკუნეებგამოვლილი უბედურება, თითქმის ბელზებელის ასაკისაა.
- შენ ვინა ხარ? - ახლად გამოჩეკილი ეშმაკის ცნობისმოყვარეობა არ ისვენებდა.
- მე ძველი რომის აწ პენსიონერი ეშმაკი ვარ, უძლიერესი ლათინთა მოდგმის გამრყვნელი და ამომგდები, ფრიად დამსახურებული, სანიმუშო და საპატიო ქაჯებს შორის. თქვენც აღსაზრდელად მოხვალთ ჩემთან და ნახავთ, როგორ გათახსირების და გარყვნილების ქურაში გაწრთობთ.
- აგერ, მაღალი, რიჟა, რქამოტეხილი, მეჯებმორყეული, წელში მოხრილი და ალაგ-ალაგ ბალანგაცვენილი ფაფახია, რუსეთის მოსასპობად შექმნილი არარაობა,- ლათინთა ამომგდებმა მისკენ გადააფურთხა. - რუსეთში ფეხქვეშ გაიგდეს და ძლივს გამოასწრო.
- გარყვნილო და გათახსირებულო, ახმახო და ჩახმახო, თქვენ ქაჯეთის სიამაყე ხართ,-ბელზებელმა საზეიომოდ გამოაცხადა, რასაც ქაჯების გამაყრუებელი ჭყვიტინი და ჭყივილი მოჰყვა.
- დიდი მადლობა, უუწმინდურესო ბოროტებავ, ესოდენი შექებისთვის, გჯეროდეს, რომ დედამიწას ქაჯების საჯირითო მოედნად გადავაქცევთ,- ერთხმად ამოიჭყივლეს.
- ამას როგორ აპირებთ, მოგვიყევით და გაახარეთ ქაჯების შეყრილობა, - ბრძანა ბელზებელმა და მოსასმენად მოემზადა.
- პირველ რიგში სქესობრივი სიბილწე, გარყვნილება და აღვირახსნილი უსირცხვილობა, ერთსქესიანთა დაქორწინების დაკანონება, პედერასტების, ყველა ბილწთა და გარყვნილთა აღლუმების მოწყობით უნდა წავბილწოთ ადამის მოდგმა. ვაი მას, ვინც ერთსქესიანთა ქორწინებას არ დააკანონებს. ყოველივე ეს ბოროტება და სიმუხთლე დემოკრატიის ნიღბით რყვნის ადამიანებს და სვრის ყველაწმინდას. ადამიანურ კეთილშბილებაზე ქაჯების ასეთი მასშტაბური და წარმატებული შეტევა ჯერ არ ნახულა. გარდა ამისა, დიდი მადლობა, უუწმინდურესო, რომ ფაშიზმის აღორძინება ბრძანეთ და ჩემ ბალანზე მოჭიდებული პოლონეთში, ბალტიისპირეთში და უკრაინაში წარმატებით სპობენ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა ობელისკებს,- ამაყად განაცხადა ჩახმახმა,- ახმახთან ერთდ და შენი დიდი მონდომებით სიმშვიდეს არ ვაღირსებთ ადამის მოდგმას.
- საქართველო რად დაგავიწყდათ, - აჭყივლდა ჩმახი, - ჩემთნ უფრო ადრე არ დავიწყეთ ობელისკების აფეთქება და ძეგლების ნგრევა?!
- დაიწყეთ, მაგრამ გაჩერდით, - შეედავა ჩახმახი.
- ხალხი ისე იყო აღშფოთებული, ჩვენ ლაქია ნაციონალებს ისე გაპუტავდნენ, მათ ბუმბულს ქარს გაატანდნენ. მაგარი ეშმაკობა ვიხმარეთ ვითომ ხალხის რჩეული ხელისუფლება მოვიყვანეთ, კოჰაბიტაცია მოვიგონეთ და ნაციონალების ასპიტები ნარის ეკალივით მოვამრავლეთ. ახლა ერთის მაგიერ, იმდენი ნაცისტი ასპიტი პარტიად წოდებული ბანდა გვყავს ჩასათბურებული, მალე ნახავთ, როგორ ქაჯურ კარნავალს გავმართავთ საქართელოში, - ამაყად იჭყივლა ჩახმახმა.
- ახმახის და ჩახმახის მიერ მოწყობილ სატყუარას მარტო შენ ნუ ეგლისები, უჩვენოდ მეტიჩარა ყვინჩილასავით გაგპუტავდნენ, - გაუწყრა ჩახმახი. ახმახმაც დაუბრიალა თვალები და ჩმახს პასუხის გაცემის სურვილი ლაშებზე შეახმა.
- სწორედ მე და ახმახმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების სიმშვიდე არ შევარგეთ კაცობრიობას. მას შემდეგ ცეცხლითა და ყალბი დემოკრატიის ბანგით ვსპობთ და ვანადგურებთ ადამიანობისთვის ყოველივე სასიკეთო გაფაჩუნებას. ქაჯურ როკვაში საბჭოთა კავშირი გვიშლიდა ხელს, დაიშალა და მთელი მსოფლიოს ქაჯურ ჯოჯოხეთად გადაქცევაში ხელს აღარავინ გვიშლიდა, მაგრამ მარლთმადიდებლური რუსეთი ისევ წამოიმართა და ყოველივე ქაჯურს უფლის სახელით სპობს სადაც კი ხელი მიუწვდება.
- რას აკეთებს რუსეთის გაქაჯებაზე პასუხისმგებელი ფახფახი! გავკრეჭავ და აქ, ნაპრალში კარცერის ლოდზე მივაბამ! - აჭყივლდა ბელზებელი.
მაღალი, რქამოტეხილი, კოჭლი და წელში მოხრილი რიჟა ეშმაკი წინ წამოდგა: - უუწმინდურესო, რაზე მემდური, ქაჯურად ჩემზე უკეთესად ვინ გაისარჯა? რუსეთი სამოქალაქო ომის ქარცეცხლით ვინ დააბეჩავა? სტალინი რომ არა რუსეთის ხსენებას გავაქრობდი. რატომ არ მომაშორე?! ხელი მომავლო და მოუსავლეთში მომისროლა, რქაც მომტეხა და ძვლები დამიმსხვრია. სანამ სტალინი ცოცხალი იყო ქვესკნელში რად იმალებოდი? ცოტაც და ქაჯების სახსენებლს გააქრობდა ფაშისტებთან ერთად. მე რა შემეძლო, როცა შენ ზურგზე ბოლი აგადინა და ზესკნელისკენ ამოხედვასაც ვეღარ ბედავდი.
-სტალინისთნა კაცობრიობის ბედნიერებისთვის თავდადებული უძლიერესი გონების მოვლენა ადამის მოდგმას არ ჰყოლია. ცოტაც და ბოროტებას თავისი ქაჯებიანად ბოლოს მოუღებდა, მაგრამ, ხომ ხედავ, გადავრჩით, - ამოღერღა ბელზებელმა.
- მისი სიკვდილის შემდეგ ჩემს მიერ გაწვრთნილმა სიბილწემ არ დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა? მას შემდეგ ყველა ჩემი შერჩეული სუსტი გონების საცოდაობანი არ ღრღნიდნენ სტალინის ძლიერი გონებით ნაგებ ქვეყანას, ბოლოს თხელტვინა ტყლიპიანმა საცოდაობამ რომ მოუღო ბოლო? რამხელა ქაჯური მცდელობა დამჭირდა ადამიანთა მოდგმის იმედად შექმნილი სასწაულებრივი ქვეყნის დასაშლელად.
- დაგჭირდა კი არა, დაგვჭირდა, - ბელზებელმა შეუსწორა.
- ჰო, დაგვჭირდა. რუსეთი უკვე დასაჭრელად ყასბის კუნძზე გვყავდა შემოდებული ჩვენი მსახური, ლოთი ელცინის დახმარებით. ამის ადგილზე ქაჯთა მოდგმის დაუძინებელი მტრის, პუტინის გაშვება რატომ დაუშვით?! მე რაზე მემდური, როცა შენც ვერაფერი გაგიწყვია? - მთელი ძალით აჭყივლდა ფახფახი.
- ვინ იფიქრებდა უკვე ასაკუწად გამზადებული რუსეთის გამოცოცხლებას, ამას უფლის ხელი ურევია, იცოდეთ! წადით, ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ, უფლის გაღიზიანებას ერიდეთ! - აჭყივლდა ბელზებელი.
ქაჯები თავპირისმტვრევით გაცვივდნენ გარეთ.
-ვაჰმე, ქართველებს თუ ისევ გადმოხედა უფალმა, რა მეშველება! - კვნესით ამოიწრიპინა ჩმახმა და ქაჯების ბანდას შეერია.
15 ოქტომბერი, 2017 წელი