პოლიტიკა
კარგი იქნება, ჩავიდეთ აფხაზეთში, ვნახოთ მრევლი, სამღვდელოება, გავესაუბროთ - წალკის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელთან, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან საუბრის დროს აფხაზეთის საეკლესიო საკითხების მოგვარებისთვის საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები ერთობლივ ჯგუფში წალკის მიტროპოლიტის გრგოლ კაციას კანდიდატურა შესთავაზა.
ეპისკოპოს გრიგოლ კაციას განცხადებით, რუსული ეკლესია ოკუპირებულ რეგიონში ქართულ იურისდიქციას აღიარებს: „აფხაზეთი არის ღია ჭრილობა და ყველას სტკივა ან ხორციელი, ან სულიერი გული, სჭირდება ექიმი. მე ვარ კარდიოლოგი და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შევუდგებით ამ საქმეს. ვფიქრობ, კარგი იქნება, ჩავიდეთ, ვნახოთ მრევლი, სამღვდელოება, გავესაუბროთ. პირველი შედეგი ეს იქნება“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი.