საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავა ორდენებით 2-ჯერ დააჯილდოვა!

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის 20 დეკემბრის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.
ღირსების ორდენი კი მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავას 2012 წელს გადასცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 19 მაისის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.
განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.