უცხოეთი
სექსუალური შევიწროების ბრალდება - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. საქმე ეხება 15 წლის წინანდელ ინციდენტს.
მაიკლ ფელონმა მაშინ ჟურნალისტ ჯულია ჰარტლი-ბრიუერს მუხლზე ხელი დაადო. მაიკლ ფელონი აცხადებს, რომ წარსულში მის მიერ ჩადენილი ქმედება არ აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტს, რაც შეიარაღებული ძალების ნებისმიერ წარმომადგენელს მოეთხოვება.
მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა თავად ჟურნალისტიც.
ჯულია ჰარტლი-ბრიუსერმა ტვიტერის ქსელში დაწერა, რომ 15 წლის წინ მომხდარი უმნიშვნელო ინციდენტი მინისტრის გადადგომის მიზეზი ვერ გახდებოდა.

rustavi2.ge