აქტუალური
"საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში" - გიორგი გახარია

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშში 190 ქვეყანას შორის საქართველომ მე-16-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და ელიტარული ქვეყნების კლუბშია:
"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც კომპლექსურად აფასებს, 10 სხვადასხვა კომპონენტის კრიტერიუმის შესაბამისად, ქვეყანაში ბიზნესგარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და შესაბამისად აკეთებ დასკვნებს. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.