საზოგადოება
ვლადიმერ იმნაძე საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ უწყების ახალ ოფისში საქართველოს  ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტს ავთანდილ ჩიხლაძეს და ამპუტანტ ფეხბურთელებს უმასპინძლა. ასოციაციის პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა უწყების ხელმძღვანელს ევროპის ჩემპიონატის შედეგები გააცნეს.
ვლადიმერ იმნაძემ მადლობა გადაუხადა პარასპორტსმენებს თავდადებისათვის, სამომავლო მხარდაჭერასაც დაჰპირდა და შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელიც თურქეთში, ქალაქ რივაში 1-10 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გახლდათ.