პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ლგბტ-ს პროპაგანდას, მათ შორის - სპორტსმენების მიერ!

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი.
„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.
მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.
ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტანს გურამ კაშიას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ქართველი ფეხბურთელის მხარდასაჭერად, რომელიც თამაშზე ლგბტ-ს სამკლაურით გამოვიდა, რის გამოც ქართველი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ის დაგმო.