საქართველოში საწვავის ფასმა ისევ მოიმატა
საცალო ქსელში ფასმა 5 თეთრით მოიმატა. კომპანია "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებში "აპი სუპერის" ფასი 2,20 ლარი, ხოლო "აპი პრემიუმი" 2,15 ლარი ღირს. 5 თეთრით გაიზარდა ევრო "რეგულარის" ფასიც და, დღეის მონაცემებით, 2,05 ლარით განისაზღვრება, ხოლო "რეგულარ ენერჯი", 1,95 ლარის ნაცვლად, უკვე 2,00 ლარი ღირს. ერთი კვირის განმავლობაში 10 თეთრით გაძვირდა "ევრო სუპერის" ფასი "რომპეტროლის" ქსელში.
კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში 22 იანვარს "ევრო სუპერი" 2,10 ლარი ღირდა, ხოლო დღეს 2,20 ლარი ღირს. "Efix ევრო პრემიუმის" ფასი 2,15 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო "ევრორეგულარ 93"-ის ფასი – 1,92 ლარიდან 2,02 ლარამდე. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში "ევრო დიზელი" უკვე 2,05 ლარი ღირს, ხოლო "Efix ევრო" დიზელი - 2,20 ლარი.
5 თეთრით გაიზარდა "ევროსუპერის" ფასი "ლიკოილის" ქსელში და 2,20 ლარით გახდა. 2,15 ლარი ღირს კომპანიის ქსელში "პრემიუმ ავანგარდი", 2,08 ლარი – "ევრო პრემიუმი", 2,00 ლარი – "ევრო რეგულარი", ხოლო "ევროდიზელი" – 2,15 ლარი. რაც შეეხება აზერბაიჯანული "სოკარის" ქსელში ფასებს, კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში Euro Diesel 5 10 PPM–ი 2,25 ლარი ღირს, Super Unleaded 98 – 2,20 ლარი, Premium Unleaded–ი - 2,15 ლარი, Regular Unleaded–ი - 2,00 ლარი, Diesel L62 – 2,05 ლარი. საქართველოში საწვავი ბოლოს 22 იანვარს გაძვირდა.