უცხოეთი
ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის გამოცდას 200 ადამიანი შეეწირა

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეაში ბირთვულ პოლიგონზე, რაკეტის დატესტვის დროს გვირაბი ჩამოინგრა. ამის შესახებ  The Daily Telegraph-ი, იაპონურ TV Asahi-ზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, აფეთქება 10 ოქტომბერს მოხდა, რომლის დროსაც 100-მდე ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაციის დროს კი აფეთქება განმეორდა და მას კიდევ 100 ადამიანი შეეწირა.
სამხრეთკორეაში ეჭვობენ, რომ პოლიგონზე მომხდარი ავარიისგან შესაძლოა რადიაციული ტალღა გავრცელებულიყო.

imedinews.ge