პუბლიკაციები
საქართველოს მთავრობა მალთუსის თეორიით ხელმძღვანელობს – „საქინფორმი“ ლარის გაუფასურების მიზეზს განმარტავს

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი.
ცნობისათვის: XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის ინგლისელი ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი ამტკიცებდა, რომ საარსებო სახსრებისა და მოხმარების საგნების მოცულობა გაცილებით ნაკლებად მატულობს, ვიდრე შობადობა, და ამიტომაც უმუშევრობა, გაჭირვება, ინფლაცია, ომი, ეპიდემიები და შიმშილი მანკიერება კი არა, ბუნების წყალობაა, რადგან ყველა ეს უბედურება ამცირებს დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობას.
სანამ პრემიერი კვირიკაშვილი და მისი კვირიკე ეკონომიკის მინისტრი - აი ის, ტექდათვალიერება ევროპამდე მიგვიყვანს!“ რომ გვიმტკიცებს - საქართველოს კოსმოსური პერსპექტივებით გვაკვირვებენ, ბანკირი ხაზარაძე და მისი „ხაზარები კრედიტებს გვტენიან. აი, რატომ მოგვდის ყოველდღე SMS „მზრუნველი“ "თი-ბი-სი" და „საქართველოს ბანკიდან“ - კრედიტი დაუსწრებლად დაგიმტკიცდათო, თუმცა ჩვენ არავითარი კრედიტი  არ გვითხოვია!
კრედიტებში გაცემული უზარმაზარი ფულადი მასა ბანკების საცავებიდან ცუნამივით ბრუნვაში შევარდა, რითაც ზედმეტად  მომრავლებული ლარი აუფასურა!
წრე შეიკრა - ეროვნული ვალუტის ინფლაცია იწვევს მის დევალვაციას და გაღატაკებული მოქალაქე იძულებულია, ისევ ბანკს მიაკითხოს, რომ გადარჩეს.
ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა ბანკში მონობაში ანუ ბანკირების "ბანკაში" არ აღმოჩნდება. მერე „ბანკას“ სახურავს დაახურავენ, პროცენტებით დამხრჩვალებს დაგვსპირტავენ და ლუგარის ლაბორატორიის ვირუსების ბანკში გადაგვცემენ წარწერით «გადაშენდნენ ბანკების ოქროს ხანაში, რადგანაც კონკურენციას ვერ გაუძლეს".