საზოგადოება
"მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი ცალსახაა" - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი განეკუთვნება სამართლებრივ კონტექსტს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. "მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი ცალსახაა. ეს საკითხი სამართლებრივ კონტექსტს განეკუთვნება, მას სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება", - განაცხადა ჯანელიძემ.