საზოგადოება
არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან კარგად ვიცი შრომის ფასი! - კახი კალაძე

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის ახალმა მერმა კახ კალაძემ ტელეკომპანია "Дождь"-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თბილისის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა და სხვადასხვა თემაზე ჟურნალისტის შეკითხვებსაც უპასუხა.
"ვფიქრობ, მუდმივად უნდა ისწრაფოდე განვითარებისკენ და ფიქრობდე მომავალზე. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ვცდილობ, გავაკეთო მაქსიმუმი ჩემი ქალაქისა და ჩემი ქვეყნისთვის. როდესაც ჩემპიოთა ლიგა მოვიგეთ, მაშინაც არ გავჩერებულვარ, ვფიქრობდი, წინ წავსულიყავი და მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. მებრძოლი ბუნება მაქვს, ასე გავიზარდე და ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა", - განაცხადა კახი კალაძემ.
"არასდროს დამიმალავს, ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან კარგად ვიცი შრომის ფასი, რომლის გარეშე შეუძლებელია, მიაღწიო წარმატებას ცხოვრებაში", - აღნიშნა კალაძემ „Дождь“-თან ინტერვიუში.