აქტუალური
კახი კალაძე მიესალმება ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახი კალაძე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია სახელწოდებით დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა ორგანიზაციამ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებთან ერთად გამართა.
კალაძის განცხადებით, ცვლილებების ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება, მოძრაობის ახალი წესების შემოღება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაშიც ჩართული იქნებიან სამთავრობო უწყებები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. თბილისის ახლად არჩეული მერი დარწმუნებულია, რომ მსგავი კომპლექსური მიდგომა ქალაქში დღეს არსებულ მდგომარეობას რეალურად შეცვლის.
კახი კალაძე მიესალმება ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.