საზოგადოება
ბენდუქიძის საქმე ცოცხლობს! თბილისის ცირკი პროფილით შესაფერის ქუთაისის პარლამენტის შენობაში გადადის?! - არნო ხიდირბეგიშვილი

      თბილისის ცირკი, საიუველირო ქარხანა „ზარაფხანა“ და კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენცია იყიდება...   
თბილისის
ცირკის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია 18 მილიონ დოლარად იყიდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузияკომპანია „Colliers International Georgia-ს ბროკერ გიორგი შუკაკიძეზე დაყრდნობით. 1939 წელს აშენებული ცირკის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.
გაყიდვის ღირებულება 18 მილიონი დოლარია და ჩვენ უკვე რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს“, — განაცხადა შუკაკიძემ. განცხადებაში მითითებულია, რომ ობიექტის ფართობი 21 000 კვადრატულ მეტრს აღემატება. იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ. ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, - ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ აღწერილობაში.
Colliers International Georgia-ში ასევე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ფართობი გამოდგება მრავალფუნქციური გამოყენებისთვის — პოტენციურ მყიდველებს სთავაზობენ იქ ოფისების, სასტუმროს ან საკონცერტო დარბაზის მოწყობას. შუკაკიძის თქმით, დარჩება თუ არა ცირკი ამ შენობაში, ამას მყიდველი გადაწყვეტს. დარჩება თუ არა ცირკი ამ შენობაში, ეს პოტენციურ მყიდველზეა დამოკიდებული. რამდენადაც ვიცი, ეს გაყიდვის პირობებში შედის“, - აღნიშნა შუკაკიძემ.
ცირკის შენობის გარდა, კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადებები კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციისა და საიუველირო ქარხანაზარაფხანას გაყიდვის შესახებ, რომელიც თავის დავალიანებებთან ერთად იყიდება.
Colliers International“ - უმსხვილესი საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიაა, რომელიც საკუთარ მომსახურებას კომერციული უძრავი ქონების სფეროში სთავაზობს. Colliers Internationalმსოფლიოს 68 ქვეყნის ბაზარზე უამრავ არენდატორთან, დეველოპერთან და ინვესტორთან მუშაობს. ფირმა სთავაზობს სხვადასხვა სახის შენობებსა და ნაგებობებს, მათ შორის, განსაკუთრებული დანიშნულების შენობებსაც.
მაშ ასე, ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა, მაგრამ მის „საქმეს“ ამავე პოსტზე მისი ღირსეული მემკვიდრე აგრძელებს - საქართველოში ისევ ყველაფერი იყიდება, რისი გაყიდვაც შეიძლება! „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“, - თქვა ბენდუქიძემ აეროპორტში, თბილისში ჩამოფრენის დღეს. და იცით, რატომ?! იმიტომ რომ საქართველოში სინდისითვის გახვრეტილ გროშსაც არავინ გადაიხდის!
არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის ცირკი
პროფილით შესაფერის ქუთაისის პარლამენტის შენობაში გადავა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის მიერ აფეთქებული, გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის შექმნილი სამამულო ომის გმირთა მემორიალის ადგილზე ააშენა. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც მეორე მოქმედი შენობაც აქვს - თბილისში, რუსთაველის გამზირზე (მადლობა ლავრენტი პავლოვიჩს!).
თუმცა, ყველაზე მოსალოდნელია, რომ ჩვენი ბავშვები ცირკის გარეშე დარჩებიან, როგორც ზოოპარკის გარეშე დარჩნენ (ძნელია, ზოოპარკი უწოდო იმას, რაც მისგანაა დარჩენილი, თანაც მალე ესეც აღარ იქნება...).
მაგრამ ძალიანაც ნუ ინაღვლებთ - ორმა პარლამენტმა - თბილისის და ქუთაისის - დიდი ხანია, წარმატებით შეგვიცვალა ცირკიც და ზოოპარკიც!
„საქინფორმის“
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 31 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი