საზოგადოება
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. განცხადებები გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრისას გააკეთა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მიწის ბაზარს საკონსტიტუციო ცვლილებებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და სოფლის მეურნეობაში ფულის ბრუნვა გართულდა. პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ ინიციატივის დამატებითი ფინანსური ნაკადით დაბალანსებისკენ მოუწოდებს. „მგონია, რომ კონსტიტუციაში ამ რაღაცა უშინაარსო და პრანჭია ფრაზის ჩაწერით ჩვენს სოფლის მეურნეობას - ვამბობდი კიდეც, მე მგონი - სირთულე შევუქმენით“, - აცხადებს მარგველაშვილი.