საზოგადოება
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართობს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილებს საცხოვრებელი ფართობი თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში გადაეცემათ.
2012 წლიდან დღემდე მუდმივ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობით უკვე 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.