მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება არბევს ვეტერანთა აქციებს, ასახლებს დევნილებს, ფიზიკურად უსწორდება ქალებსა და მოხუც ადამიანებს, ლახავს ჟურნალისტების უფლებებს, რაც HUMAN RIGHT WATCH–ის 2010 წლის ანგარიშშიც აისახა, საქინფორმი დაინტერესდა, სახელმწიფოში იცავს თუ არა ვინმე ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და რას აკეთებს ამ დროს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
ამასთან დაკავშირებით საქინფორმის კორესპონდენტი ომბდუსმენის პრესსამსახურის უფროსს ნინო ერემაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად გამოიკითხა, თუ რაზე გვსურდა სახალხო დამცველთან საუბარი, და, როდესაც მან პასუხად, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ბატონი ტუღუშის საქმიანობა მიიღო, კითხვა უკან შემოაბრუნა და სრული სერიოზულობით იკითხა: „და რა ხდება ქვეყანაში?“სწორედ ეს აინტერესებს ქართველ ხალხს და კიდევ სახალხო დამცველის პასუხები შემდეგ კითხვებზე:
5) როცა ქვეყანაში ილახება ჟურნალისტის უფლებები, რაც საკუთარ განცხადებაში თავად ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმაც გამოხატა, ტელეკომპანია თრიალეთთან დაკავშირებით, თქვენ, როგორც ომბუდსმენი, რატომ არ იცავთ ჟურნალისტების უფლებებს ან ჩვენთვის უცნობი რა მეთოდები გაქვთ ამ მიზნით გამომუშავებული?
6) დაგვისახელეთ თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც თქვენი გვერდზე დგომა და მხარდაჭერა შედეგიანად დამთავრდა და კონკრეტულად ვისი უფლებები დაიცავით: ვეტერანების, ლტოლვილების, ბიზნესმენების თუ საქართველოს რიგითი მოქალაქეების?
7) ბატონო სახალხო დამცველო, თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში, რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მიღწევად?
აი, ამ რამდენიმე და მკაფიოდ გამოხატული კითხვის დასმა გვსურდა ბატონი გიორგი ტუღუშისთვის, რაზეც მისი პრესსამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა მოგვიგო, რომ არ იცის მოახერხებს თუ არა სახალხო დამცველი ჩვენთან გასაუბრებას და შეგვპირდა, რომ პასუხს მოგვიანებით შეგვატყობინებს.
ეს არის პასუხი მეოთხე ხელისუფლებისათვის, ანუ საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო საქინფორმისთვის. თუ რა პასუხით, როგორ გამოისტუმრებენ ომბუდსმენის ოფისში საკუთარი გასაჭირით მისულ მოქალაქეს, მკითხველმა განსაჯოს.