სამართალი
შს მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) N7 სექტორი (სულდ) ახალი შენობა გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჭაბუკიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სასაზღვრო სექტორის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საქართველო-თურქეთის საზღვრის 15-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. პროექტი აშშ- თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.