პოლიტიკა
მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება - გიორგი კვირიკაშვილი

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს დეტალურ პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი გზების განვითარებისთვის, როგორებიცაა:
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა;
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია;
სადახლო-ახკერპი - საქართველო-სომხეთის საზღვართან;
ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო,
წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი;
გუფთა-ონი;
თბილისი (პანტიანი)-მანგლისი.
გარდა ამისა, განხორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია.
ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.