საზოგადოება
2017 წლის 9 თვეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ და სასამართლოს 13-მა მოსამართლემ 1 მილიონ 140 ათას 208 ლარის სარგო და დანამატი მიიღეს

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო ipn ავრცელებს. მონაცემების თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 1 იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სამმაგი ოდენობის დანამატი მხოლოდ იანვარში – 10 203 ლარი მიიღო. დანარჩენ თვეებში გვენეტაძეს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატის სახით 3203 ლარი აქვს აღებული.
რაც შეეხება სასამართლოდან მიღებულ შემოსავლებს, ყველაზე მაღალი შემოსავალი თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს აქვს. კერძოდ, 2017 წლის პირველი იანვრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გვენეტაძემ 98 833 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან 35 827 ლარის დანამატი და 63 006 ლარის თანამდებობრივი სარგო.
94 648 ლარი მიიღო სასამართლოს წევრმა მზია თოდუამ, ხოლო 7 მოსამართლეს (ბესარიონ ალავიძეს, ნინო ბაქაქურს, მაია ვაჩაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, პაატა სილაგაძეს, გიორგი შავლიაშვილს და ზურაბ ძლიერიშვილს) თითოს 89 848 ლარი აქვთ აღებული.