სამართალი
თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს (ვიდეო)

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე მამაკაცი გააჩერეს და ჩანთის გახსნა სთხოვეს, უარის შემდეგ კი ჩხრეკა თვითონ ჩაატარეს (ვიდეო იხ. აქ).
ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეც და ბიჭიც პოლიციაში გადაიყვანეს. დაკავებული მოქალაქის ინფორმაციით, არასრულწლოვანი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად ართვინიდან მოდიოდა.
სააგენტო Doğan-ის ცნობით, ბიჭის მშობლებმა თურქეთი დატოვეს, რადგან მათ ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან - ტერორისტულ ორგანიზაცია "ფეტო“-სთან სავარაუდო კავშირში სდებდნენ ბრალს და თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ მათი დევნა დაიწყო.