აქტუალური
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ალავიძემ რუსულ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პერსპექტივებზე ილაპარაკა

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. „რუსეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა ბოლო ხანებში, 2015 წლის შემდეგ აეწყო. ჩვენი ასოციაცია ყოველთვის უწყობდა და მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას. საქმე ისაა, რომ ჩვენი კოლეგები რუსეთიდან, მეწარმეთა და დამსაქმებელთა კავშირი, ძალიან მჭიდროდ გვეკონტაქტებიან. კავშირი გვაქვს, ასევე, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან“, - მოუთხრო აგლაძემ Sputnik Грузия-ს.
კურგანის ოლქის ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრი 23 ოქტომბერს თბილისში რუსულ-ქართული ბიზნესმისიის გამართვის ორგანიზატორად გამოვიდა. კურგანის ოლქის უმსხვილესი საწარმოების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ-რუსულ ბიზნესშეხვედრაში საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული პროდუქციის ასაწყობი ქარხნების განთავსების პერსპექტივის განსახილველად. რუსი მეწარმეებისთვის მოეწყო კონტაქტების ბირჟა და В2В-შეხვედრები ქართველ ბიზნესმენებთან.