უცხოეთი
მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკის ყოფილი ე.წ. თავმჯდომარე დააკავეს

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკის ყოფილი ე.წ. თავმჯდომარე დაურ ბარგანჯია განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მოპარვა-მითვისების ბრალდებით დააკავეს, - იტყობინება რუსული მედია.
მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით, დაურ ბარგანჯიამ რუსი მსახიობის 95 წ. ვლადიმერ ეტუშს კუთვნილი დანაზოგი 28 მილიონი რუბლი, მოტყუებით მიითვისა.
მედიის ინფორმაციით, 2013 წელს, რუსმა მსახიობმა გადაწყვიტა თავისი დანაზოგი საზღვარგარეთ, ბანკში გადაერიცხა, რაშიც დახმარებას ბარგანჯია დაჰპირდა. ეტუშმა ბარგანჯიას თანხა გადასცა და როცა მოითხოვა თითქოს შვეიცარიის ბანკში გადარიცხული კუთვნილი დანაზოგის უკან დაბრუნება, ბარჯგანიამ უარი განუცხადა.
უწყების განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკის ყოფილი ე.წ. თავმჯდომარე თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რონ თანხა ისესხა და მის დაბრუნებას აპირებს.
გამოძიება 59 წლის ბარგანჯიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

1tv.ge